რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომის ჩატარებისა და ილია მეორის გადაყენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში.

გავრცელებულ ინფორმაცის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

“ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც დაუწერიათ”, – წერს მამა ანდრია აღნიშნულთან დაკავშირებით.

“ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს და არ შეიძლება ამაზე საუბარი ესე, ძალიან გთხოვთ, ასეთი განცხადებებით არ იხელმძღვანელოთ, უნდა იხელმძღვანელოთ ყოველთვის იმ პოზიციით, რაც საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here