საიტი არის დეველოპმენტის პროცესში

ისწავლეს ლოგოᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ
  • მთავარი
  • სავარჯიშოები
  • ედიტორი
  • გზამკლევი
მარტივი ციკლი მასივი რეკურსია Math ობიექტი

ფიბონაჩის სერია

მოცემულია რიცხვი n. თქვენი დავალებაა დააგენერიროთ ფიბონაჩის მიმდევრობის მასივი, რომელიც შეიცავს პირველ n ელემენტს.

გადაცემული პარამეტრებიდან გამომდინარე ამოცანას აუცილებლად ექნება ერთი სწორი პასუხი.

ფიბონაჩის სერია არის რიცხვთა მიმდევრობა, სადაც ყოველი რიცხვი მიიღება წინა ორი რიცხვის ჯამით. n ყოველთვის მეტი იქნება 1-ზე. მიმდევრობა შემდეგნაირად გამოიყურება: 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, ...

პირველი მაგალითი

  • პარამეტრები: n = 5
  • შედეგი: [0, 1, 1, 2, 3]
  • განმარტება: ფიბონაჩის მიმდევრობის შესაბამისად მივიღეთ ასეთი მასივი.

მეორე მაგალითი

  • პარამეტრები: n = 2
  • შედეგი: [0, 1]
  • განმარტება: ფიბონაჩის მიმდევრობის შესაბამისად მივიღეთ ასეთი მასივი.

მესამე მაგალითი

  • პარამეტრები: n = 8
  • შედეგი: [0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13]
  • განმარტება: ფიბონაჩის მიმდევრობის შესაბამისად მივიღეთ ასეთი მასივი.

ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია ბევრი გზით, ცადეთ ისეთი ალგორითმის მოფიქრება, რომელიც O(n)-თან ახლოს არის.

პარამეტრები
n = 5
მოსალოდნელი შედეგი
[ 0, 1, 1, 2, 3 ]