ისწავლე ვებ დეველოპმენტი
გაინტერესებთ როგორ მუშაობს ის ტექნოლოგია, რომელსაც ყოველდღე იყენებთ? როგორ არის აწყობილი თქვენი საყვარელი საიტები და აპლიკაციები, სოციალური ქსელები, გასართობი პლატფორმები და ციფრული სამუშაო ხელსაწყოები? როგორ შეგიძლიათ თვითონაც ააწყოთ მსგავსი აპლიკაციები? წინამდებარე გზამკვლევი ყველა ამ შეკითხვას გასცემს პასუხს.
სახელმძღვანელოში ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლით ფრონტ-ენდ ვებ დეველოპმენტის ფუნდამენტებს, ყველაზე ელემენტარული HTML დოკუმენტიდან დაწყებული, სუპერ-ინტერაქციული ვებაპლიკაციით დამთავრებული. რა გჭირდებათ ამ ცოდნის სრულფასოვნად ასათვისებლად? კომპიუტერი და მონდომება. კომპიუტერი არასავალდებულოა, მონდომება — უმთავრესი პრერეკვიზიტი.
სახელმძღვანელო თავიდან ბოლომდე უფასოა, ამიტომ თვალი მაინც შეავლეთ — რა იცით, რაში გამოგადგებათ. ვებტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მათ შესახებ, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ მათგან.
საიდან დავიწყოთ?
- შესავალი ვებტექნოლოგიებში (მალე დაემატება) - საერთოდ რა არის ვები?
- HTML & CSS - ვებზე დოკუმენტის განლაგებისა და ვიზუალიზაციის სისტემა.
- Javascript - პროგრამირების ენა, რომლითაც ვებსაიტს "გააცოცხლებთ".
- სადეველოპმენტო ხელსაწყოები კლიენტის მხარეს - როცა უბრალოდ HTML, CSS და JavaScript აღარ კმარა.
- Typescript - ჯავასკრიპტი, ოღონდ ისეთი უსაფრთხო, შენ დამსაქმებელს რომ მოეწონება.
- Angular - თუ ვებ აპლიკაციების აწყობა კოლოსალურ მასშტაბებზე გინდა.