HTML & CSS ქართული გზამკვლევი
HTML, ანუ ჰიპერტექსტური მარკაპის ენა არის ტექნოლოგია, რომლითაც იგება ვებგვერდი, როგორც დოკუმენტი. იგი განსაზღვრავს დოკუმენტის შინაარსობრივ და (გარკვეულწილად) ვიზიუალურ ნაწილებს, ანუ დოკუმენტის რა ნაწილს რა დანიშნულება აქვს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის. CSS, ანუ კასკადური სტილთა ფურცლები არის ტექნოლოგია, რომელითაც შეგვიძლია ერთგვარი წესების ჩამოწერა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დოკუმენტის გარკვეული ნაწილები და როგორ უნდა იიყვნენ ისინი განლაგებული. ამ ორი ტექნოლოგიის კომბინაცია ბრაუზერში შედეგად გვაძლევს თქვენთვის ცნობილ ყველა ვებსაიტს, რომელსაც რეგულარულად იყენებთ.
ამ სექციაში სიწავლით:
- როგორ ააგოთ ვებგვერდი, როგორც დოკუმენტი, HTML-ის გამოყენებით.
- როგორ მისცეთ ამ დოკუმენტს ლამაზი გარეგნობა CSS-ის გამოყენებით.
ხშირ შემთხვევაში, ვებსაიტი არ არის სტატიკური დოკუმენტი, რომელსაც უბრალოდ ვკითხულობთ. ჩვენ შეგვიძლია მასთან ურთიერთქმედება (ინტერაქცია), მაგალითად სხვადასხვა გვერდზე გადასვლა, ფორმების შევსება, ვიდეოების ან სურატების ნახვა, და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერაქციულობის ფუნდამენტურ ნაწილს HTML და CSS ფარავს, სრულფასოვანი აპლიკაციები ინტერაქციულობისთვისა და უფრო კომპლექსური ოპერაციების შესასრულებლად იყენებენ JavaScript-ს, რომელსაც მომდევნო სექციაში გაეცნობით.
ამ საიტის მასალა ეყრდნობა MDN-ის გზამკვლევს.
ატრიბუცია
- ავტორი: კონსტანტინე დათუნიშვილი
- თანაავტორი: ფრიდონ თეთრაძე