ფორმები
ვებსაიტებზე ფორმები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: ისინი მომხარებელს საშუალებას აძლევენ, შეიყვანონ ინფორმაცია, გააგზავნონ მოთხოვნები და სხვადასხვანაირი ინტერაქცია ჰქონდეთ ვებგვერდთან.
ფორმის შექმნა
ფორმები იქმნება სემანტიკური

ელემენტის საშუალებით.
მასში შეგვიძლია მოვათავსოთ სხვადასხვა ფორმის ელემენტები, მივიღოთ მომხარებლის ინფორმაცია და
გავაგზავნოთ სერვერზე, ან ისევ მომხარებლის მხარეს შევასრულოთ სხვადასხვა მოქმედებები.
method

-ში method ატრიბუტი განსაზღვრავს,
თუ რომელი HTTP მეთოდით გაგზავნოს ბრაუზერმა მოთხოვნა. სულ ატრიბუტის 3 მნიშვნელობა:
post- რომელიც ინფორმაცია გაუგზავნის სერვერს POST მოთხოვნით.get- ნაგულისხმები მნიშვნელობა, რომელიცactionURL-ის ბოლოს დაუმატებს ფორმიდან მიღებულ ინფორმაციას.dialog- როცა ფორმა მოთავსებულია<dialog>ელემენტში, ის ხურავს დიალოგურ ფანჯარას და იწყებს ფორმის დადასტურების პროცესს, თუმცა არ აგზავნის და არ ასუფთავებს ფორმას.
action
action ატრიბუტში იწერება სერვერის მისამართი, რომელსაც ბრაუზერი დაუკავშირდება ფორმის დადასტურების შემთხვევაში.

სახელი:

გააგზავნე ინფორმაცია

ამ მაგალითში, როცა მომხარებელი დააკლიკებს გააგზავნე ინფორმაცია ღილაკს,
სერვერზე გაიგზავნება მომხარებლის მიერ  ველში შეყვნილი სახელი,
ფორმის ძირითადი ელემენტები
- ინტერაქტიული ველი, რომელიც მომხარებელს მისცემს საშუალებას, შეიყვანოს რაიმე ინფორმაცია.- გამოიყენება ველების აღსაწერად.<textarea>- მრავალსტრიქონიანი ტექსტის შესაყვანი ველი.<select>- ჩამოსაშლელი ასარჩევი მენიუ.- ღილაკი, რომელიც ფორმის ინფორმაციას გააგზავნის ან შეასრულებს სხვა მოქმედებას.
button
button ღილაკის ელემენტი ხშირად გამოიყენება ფორმებში, მეტწილად ინფორმაციის გასაგზავნად, ან ფორმის გასასუფთავებლად, ან რაიმე მომქდების გასაშვებად (ჯავასკრიპტის გამოყენებით).
ღილაკს გააჩნია ბევრი ატრიბუტი, ამჟამად განვიხილოთ
-თან დაკავშირებული ატრიბუტები:
| ატრიბუტი | აღწერა |

form |
ფორმის ელემენტთან დაკავშირება. თუ ფორმის გარეთ გვაქვს ღილაკის ელემენტი, შეგვიძლია ის ფორმასთან დავაკავშიროთ ამ ატრიბუტის გამოყენებით. ატრიბუტს უნდა მივანიჭოთ ფორმის id. |
formaction |
ფორმის action თვისების გადაწერა. შეიძლება გვქონდეს ბევრი action სხვადასხვა ღილაკზე. |
formmethod |
ფორმის method თვისების გადაწერა. შეიძლება გვქონდეს ბევრი method სხვადასხვა ღილაკზე. |
formnovalidate |
თუ ღილაკი არის submit ტიპის და აქვს ეს ატრიბუტი, მაშინ მასზე დაჭერის შემთხვევაში ფორმის ვალიდაცია აღარ შესრულდება. |
type |
ღილაკის მოქმედების ტიპი. სულ გვაქვს 3 მნიშვნელობა: submit, reset და button. submit ფორმას დაადასტურებს, reset ფორმს დააბრუნებს ნაგულისხმევ მდგომარეობაში, ხოლო button უბრალოდ ღილაკის როლს იტოვებს და ფორმის მოქმედებას არ ახორციელებს (ჯავასკრიპტით შეიძლება მისი გამოყენება). |
type არის submit.label
label გამოიყენება input ველის აღსაწერად. თუმცა მხოლოდ input ელემენტის გვერდით label-ის ჩაწერა
არ ნიშანვს, რომ იგი ველს აღწერს. როცა ვიყენებთ label ელემენტს, აუცილებელია
მას გავუწეროთ for ატრიბუტი, რომლითაც მივუთითებთ კონკრეტული input ელემენტის id-ზე.
გვარი: რათა შევამოწმოთ, label სწორად მუშაობს თუ არა, დავაკლიკოთ მის კონტენტს, ამ შემთხვევაში "გვარს".
HTML-მა ავტომატური ფოკუსი უნდა მოახდინოს მის შესაბამის input ელემენტზე.
id უნდა იყოს უნიკალური ყოველი ელემენტისათვის.
მხოლოდ ერთი id უნდა იყოს მინიჭებული ერთი for-ისთვის.input
input გამოიყენება ერთი მნიშვნელობის მისაღებად, მაგალითად სახელი, გვარი, ასაკი, ელფოსტა ან სხვა ინფორმაცია.

მისამართი:

ელფოსტა:

გაგზავნა

ამ შემთხვევაში, მონაცემები გაიგზავნება სერვერზე, თუმცა სერვერისთვის გაუგებარი იქნება, რას ნიშნავს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია.
ასეთ დროს საჭიროა გამოვიყენოთ name ატრიბუტი. იგი იქნება თვისების (ცვლადის) სახელი,
რომელიც მიესადაგება შეყვანილ ინფორმაციას.

სახელი:

ელფოსტა:

გაგზავნა

წარმოიდგინეთ ცხრილი, სადაც მარცხენა სვეტში გვაქვს name ატრიბუტის მნიშვნელობები,
ხოლო მარჯვენა სვეტში მომხმარებლის მიერ შეყვანილი მნიშვნელობა.
| name | value |

| username | (რაღაც მნიშვნელობა) |
| (რაღაც მნიშვნელობა) |
ასე ერთმანეთთან ვაკავშირებთ ველის სახელსა და შეყვანილ ინფორმაციას.
ასერომ, არასდროს დაგავიწყდეთ ფორმის ელემენტებზე name არტრიბუტი!
id-ისა და name-ის მნიშვნელობები შეიძლება იყოს განსხვავებულიც ან ერთნაირიც.
სერვერისთვის id-ს მნიშვენლობა არ აქვს.input ელემენტს ასევე გააჩნია type ატრიბუტი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი
ტიპის ველი იქნება გამოსახული. მათი გამოყენება კარგია, როგორც UX-ისთვის (User experience) ასევე a11y-სთვისაც.
სწორი ტიპის გამოყენებისას, სხვადასხვა ბრაუზერი და მოწყობილობა გამოსახავს სათანადო ინტერაქციულ ელემენტებს ჩაშენებული ვალიდაციებითა და a11y-ით.
| ტიპი | აღწერა |

button |
მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი button ელემენტი. |
checkbox |
მოსანიშნი ყუთი, სადაც შეგვიძლია მოვნიშნოთ და გავაუქმოთ ერთი ან მეტი ელემენტი. |
color |
ფერის ასარჩევი ველი. |
date |
თარიღის ასარჩევი ველი (წელიწადი, თვე, დღე თუმცა არა დრო). |
datetime-local |
სრული თარიღის ასარჩევი ველი (წელიწადი, თვე, დღე და დრო). |
email |
ტექსტური ველი, რომელსაც გააჩნია იმეილის ვალიდაციები. |
file |
ფაილის ასატვირთი ველი, სადაც შეგვიძლია accept ატრიბუტით განვსაზღვროთ, რომელი ტიპის ფაილის ატვირთვა არის სესაძლებელი. |
hidden |
დამალული ველი, რომელიც გვსურს, რომ არ გამოუჩნდეს მომხარებელს მაგრამ გამოჩნდეს სერვერთან კომუნიკაციისას. |
image |
გრაფიკული submit ღილაკი, რომელშიც შეიძლება პირდაპირ სურათი მოვათავსოთ ტექსტის ნაცვლად. |
month |
წელიწადის და თვის ასარჩევი ველი. |
number |
რიცხვითი ველი. |
password |
ტექსტური ველი, სადაც შეყვანილი მნიშვნელობები გამოჩნდება წერტილებად. |
radio |
checkbox-ის მსგავსი ასარჩევი ველი, თუმცა მხოლოდ ერთი ელემენტის არჩევა არის შესაძლებელი. |
range |
რიცხვითი ინტერვალის ასარჩევი ველი. |
reset |
ღილაკი, რომელიც დააბრუნებს ფორმას ნაგულისხმევ მდგომარეობაში. |
search |
ტექსტური საძიებო ველი, სადაც ინფორმაციის შეტანისას გამოჩნდება გასუფთავების ღილაკი. |
submit |
ფორმის დადასტურების ღილაკი. |
tel |
ტექსტური ველი, რომელსაც გააჩნია ტელეფონის ნომრის ვალიდაცია. |
text |
ნაგულისხმევი მნიშვნელობა. გამოიყენება ერთხაზიანი ტექსტური ინფორმაციის შესატანად. |
time |
დროის ასარჩევი ველი. |
url |
ტექსტური ველი, რომელსაც გააჩნია url-ის ვალიდაციები. |
week |
კვირის ასარჩევი ველი. |
გამოვიყენოთ თითოეული ტიპი:

დიდი ფორმა

სახელი:

ელ.ფოსტა:

პაროლი:

ფერი:

თარიღი (date):

თარიღი (month):

თარიღი (week):

თარიღი (time):

თარიღი (datetime-local):

რიცხვი:

შუალედური მნიშვნელობა:

ტელეფონი:

ვებსაიტის მისამართი:

ძიება:

ფაილი:

ფაილი (მხოლოდ png გაფართოვება):

ფაილი (მხოლოდ png და jpeg გაფართოვება):

ეთანხმებით თუ არა პირობებს

სქესი:

მამრობითი

მდედრობითი

სხვა

textarea
textarea გამოიყენება მრავალსტრიქონიანი ინფორმაციის მისაღებად, როგორიცა მესიჯი, კომენტარი ან
ნებისმიერი დიდი ტექსტი.

მესიჯი

<textarea id="message" name="message" rows="5" cols="33"></textarea>

გაგზავნა

rows და cols ატრიბუტი განსაზღვრავს საწყის ზომებს. მათი გამოყენება კარგია კონსისტენტურობისთვის,
რადგან სხვადასხვა ბრაუზერი განსხვავებულ ნაგულისხმებ მნიშვნელობებს გვთავაზობს.
select
select არის ფორმის ელემენტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აარჩიოს წინასწარ განსაზღვრული მნიშვნელობებიდან ერთი ან მეტი ივარიანტი.
მას სჭირდება option ელემენტები, სადაც ჩამოვწერთ ასარჩევ ვარიანტებს.
აუცილებელია, რომ option ელემენტს გააჩნდეს value ატრიბუტი, რომელიც განსაზღვრავს რა მნიშვნელობა მიეწერება select ელემენტს,
როცა მომხმარებელი შესაბამის ვარიანტს აარჩევს. შესაძლებელია, რომ ვარიანტის მნიშვნელობა და მომხმარებლისთვის გამოსასხული ტექსტი სხვადასხვა იყოს.

აირჩიე საყვარელი კატის ჯიში:
<select name="cat" id="cat">
<option value="persian">Persian</option>
<option value="siamese">Siamese</option>
<option value="maine-coon">Maine Coon</option>
<option value="ragdoll">Ragdoll</option>
<option value="sphynx" selected>Sphynx</option>
<option value="british-shorthair">British Shorthair</option>
<option value="bengal">Bengal</option>
<option value="scottish-fold">Scottish Fold</option>
<option value="savannah" disabled>Savannah</option>
<option value="birman">Birman</option>
</select>
გააგზავნე

selected- განსაზღვრავს წინასწარ არჩეულ (ნაგულისხმებ) მნიშვნელობას.multiple- მომხარებელს აძლევს საშუალებას აირჩიოს ერთზე მეტი მნიშვნელობა.disabled- გამოიყენება, როცა რომელიმე ასარჩევი ველის არჩევა არ შეიძლება.size- თუ ასარჩევი ველი წარმოდგენილია, როგორც სიის ელემენტებად შეგვიძლიაsizeატრიბუტით განვსაზღვროთ გამოჩენილი ელემენტების რაოდენობა (აუცილებლიაmultipleატრიბუტი).

აირჩიე ფავორიტი მანქანის ბრენდი:

<select id="cars" name="cars" multiple size="3">
<option value="toyota">Toyota</option>
<option value="ford">Ford</option>
<option value="bmw">BMW</option>
<option value="audi">Audi</option>
<option value="mercedes">Mercedes</option>
<option value="tesla" disabled>Tesla</option>
</select>

გაგზავნა

ზოგადი ფორმის ატრიბუტები
HTML ფორმის ელემენტებს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომლებიც განსაზღრავს მის ფუნქციონალურ ნაწილს.
autocapitalize- ავტომატურად გადააქცევს მაღალ რესტრში ტექსტის პირველ სიმბოლოს (გარდაurl,emailდაpasswordტიპის ველისა).autocomplete- მომხარებელს აძლევს ავტომატური შევსების შესაძლებლობას (გარდაcheckboxდაradioტიპის ველისა).pattern- კერძო ვალიდაცია რეგულარული გამოსახულებების გამოყენებით.required- განსაზღრავს სავალდებულო ველს, რომელიც მომხარებელმა აუცილებლად უნდა შეავსოს.placeholder- ტექსტურ ველში აჩვენებს მომხარებელს ტექსტს მანამ სანამ რაიმეს ჩაწერს (მინიშნებისთვის).value- განსაზღრავს ველის ნაგულისხმებ მნიშვნელობას.min- განსაზღრავს მინიმალურ რიცხვით მნიშვნელობას.max- განსაზღრავს მაქსიმალურ რიცხვით მნიშვნელობას.minlength- განსაზღრავს შეყვანილი სიმბოლოების მინიმალურ რაოდენობას.maxlength- განსაზღრავს შეყვანილი სიმბოლოების მაქსიმალურ რაოდენობას.readonly- ველი მხოლოდ საჩვენებელია, მომხარებელს ინტერაქცია არ შეუძლია (დაკოპირების გარდა).disabled- ველი დაბლოკილია, მომხარებელს არ შეუძლია მისი შეცვლა.
პრაქტიკა
მოდით ავაწყოთ პატარა რეგისტრაციის ფორმა, სადაც მომხარებელი შეიყვანს:
- სახელსა და გვარს (მინიმუმ 4 სიმბოლ, მაქსიმუმ 50)
- ელ.ფოსტას
- ასაკს (მინიმუმ 16, მაქსიმუმ 120)
- სქესს
- ეთანხმება თუ არა პირობებს
შეჯამება
ამ სტატიაში განვიხილეთ ფორმის ელემენტები, მათი ატრიბუტები და გამოყენება.