ფსევდო ელემენტები

ფსევდო ელემენტების საშუალებით შეგვიძლია დავამატოთ ახალი კონტენტი HTML-ში ან დავსტილოთ კონკრეტული ელემენტის ნაწილი.

სინტაქსი

CSS
selector::pseudo-element {
property: value;

მაგალითისთვის, ::first-line შეიძლება გამოვიყენოთ ტექსტური ელემენტის პირველი ხაზის შესაცვლელად.

HTML

ანგულარი არის პოპულარული ჯავასკრიპტის ფრეიმვორქი, რომლითაც მარტივად, სტრუქტურირებულად და მოქნილად შეგვიძლია ერთგვერდიანი ვებ აპლიკაციების (SPA - Single Page Application) შექმნა.

CSS
p::first-line {
color: blue;

ფსევდო კლასებისგან განსხვავებით, ფსევდო ელემენტებს ორმაგი ორწერტილით აღვნიშნავთ, თუმცა ზოგიერთ ფსევდო ელემენტზე შესაძლებელია, ერთი ორწერტილის გამოყენება: ::before, ::after, ::first-line და ::first-letter.

კარგი სტრუქტურისთვის მიღებულია ორმაგი ორწერტილის გამოყენება (::).

სტრუქტურული ფსევდო ელემენტები

სტრუქტურული ფსევდო ელემენტები ჰგავს ჩვეულებრივ HTML ელემენტების, ისინიც ანალოგიური პრინციპით მოთავსდებიან ყუთის მოდელში. მათი გასტილვა ისე შეიძლება, როგორც ჩვეულებრივი ელემენტების.

before

::before შექმნის ფსევდო ელეემნტს, რომელიც იქნება პირველი შვილობილი ელემენტი მითითებულ თეგზე (ელემენტზე).

HTML

API-ის შესასწავლად შეგიძლიათ გამოიყენოთ
EverREST-ის  ან dummyjson-ისსერვერი

CSS
a::before {
content: '🔗';
color: #1890ff;

ამ შემთხვევაში  ელემენტში მოთავსდა ფსევდო ელემენტი before, რომლის კონტენტიც არის 🔗.

ვებგვერდზე ნებისმიერი კონტენტის შესამოწმებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ დეველოპერული ხელსაწყოები. Windows-ისა და Linux-ის მომხარებლებმა შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მალსახმობი: Ctrl + Shift + I ან F12, ხოლო macOS-ის მომხარებლებმა: + + I. დაათვალიერეთ  ელემენტის კონტენტი.

after

::after ფსევდო ელემენტი ჰგავს ::before-ს, თუმცა, ამ შემთხვევაში, დამატებული ელემენტი იქნება ბოლო.

HTML

TODO სია:

ვისწავლო HTML

ვისწავლო CSS

ვისწავლო Git

ვისწავლო JS

ვისწავლო TS

ვისწავლო Angular

CSS
ul li.done::after {
content: '✔';
color: green;

marker

::marker ფსევდო ელემენტი გამოიყენება სიის ელემენტებთან და განსაზღვრავს
ელემენტის სიმბოლოს.

მოდით გავაუმჯობესოთ წინა მაგალითის ვიზუალი:

HTML

TODO სია:

ვისწავლო HTML

ვისწავლო CSS

ვისწავლო Git

ვისწავლო JS

ვისწავლო TS

ვისწავლო Angular

CSS
ul li {
padding-left: 5px;

ul li::marker {
content: '⬜️';

ul li.done::marker {
content: '✅';

ასეთ შემთხვევაში, checkbox ელემენტის გამოყენება უმჯობესია, თუმცა ამ მაგალითში განვიხილავთ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს.

ზოგადი ფსევდო ელემენტები

first-letter

::first-letter პირველი სიმბოლოს დასტილვაში გვეხამრება.

HTML

პარაგრაფის ელემენტი

CSS
p::first-letter {
color: blue;
font-size: 1.5rem;

placeholder

::placeholder ფსევდო ელემენტი გამოიყენება ფორმის placeholder-ის დასტილვისთვის.

HTML

CSS
input::placeholder {
color: red;

selection

::selection ფსევდო ელემენტი გამოიყენება მონიშნული ("დაჰაილაითებული") ტექსტის დასასტილად.

HTML

მონიშნეთ ტექსტში ნებისმიერი ადგილი.

CSS
p::selection {
color: red;
background-color: yellow;

შეჯამება

CSS-ში გვაქვს ბევრი ფსევდო ელემენტი, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია დავამატოთ ვიზუალური ელემენტი, ან დავსტილოთ ელემენტის გარკვეული თვისებები. სრული ფსევდო ელემენტების სანახავად ეწვიეთ MDN-ის სტატიას.