პროექტის მომზადება
პროექტის მომზადება
ამ პრიექტის დასრულებული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ, თუმცა რეკომენდირებულია, რომ ჯერ გაკვეთილს მიყვეთ და დასრულებულ კოდს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩახედოთ, თუკი გაიჭედებით.
გავცეთ ბრძანება ახალი პროექტის შესაქმნელად:
ng new todo-rxjs
აპლიკაციაში არ გამოვიყენებთ რაუთინგს. მარკაპისთვის გამოვიყენებთ ბუტსტრაპს. მას index.html-ში შემოვიტანთ CDN-ის საშუალებით:
<!DOCTYPE html>
<html lang="en">
<head>
<meta charset="utf-8" />
<title>Todo Rxjs</title>
<base href="/" />
<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1" />
<link rel="icon" type="image/x-icon" href="favicon.ico" />
<link
href="https://cdn.jsdelivr.net/npm/bootstrap@5.3.0-alpha3/dist/css/bootstrap.min.css"
rel="stylesheet"
integrity="sha384-KK94CHFLLe+nY2dmCWGMq91rCGa5gtU4mk92HdvYe+M/SXH301p5ILy+dN9+nJOZ"
crossorigin="anonymous"
/>
</head>
<body>
<app-root></app-root>
<script
src="https://cdn.jsdelivr.net/npm/bootstrap@5.3.0-alpha3/dist/js/bootstrap.min.js"
integrity="sha384-Y4oOpwW3duJdCWv5ly8SCFYWqFDsfob/3GkgExXKV4idmbt98QcxXYs9UoXAB7BZ"
crossorigin="anonymous"
></script>
</body>
</html>
app.config.ts
-ში შემოვიტანოთ provideHttpClient
:
import { ApplicationConfig } from "@angular/core";
import { provideHttpClient } from "@angular/common/http";
export const appConfig: ApplicationConfig = {
providers: [provideHttpClient()],
};
AppComponent
-ის იმპორტებში შემოვიტანოთ FormsModule
:
import { FormsModule } from "@angular/forms";
@Component({
imports: [/* ... */ FormsModule]
})
ახლა პატარა ბექენდის სიმულატორი გვჭირდება. ამ პროექტში გამოვიყენებთ
json-server
ბიბლიოთეკას, რომელიც ლოკალურად უნდა დავაინსტალიროთ პროექტში:
npm install json-server
ეს ბიბლიოთეკა საშუალებას მოგვცემს რომ მარტივი მონაცემთა ბაზა შევქმნათ, როგორც JSON-ის ფაილი და გავუშვათ ბექენდ სერვერი.
აპლიკაციის ზედა დონეზე შევქმნათ ფაილი database.json
და მასში რამდენიმე სატესტო
ობიექტი შევიტანოთ todo
თვისების შიგნით მასივში:
{
"todos": [
{
"title": "Walk the dog",
"done": false,
"id": 1
},
{
"title": "Call grandma",
"done": true,
"id": 2
},
{
"title": "Buy groceries",
"done": false,
"id": 3
}
]
}
ახლა package.json-ში დავამატოთ სკრიპტი, რათა ჩავრთოთ json-srrver
და მას გამოვაყენებინოთ database.json
-ს. სკრიპტს scripts
ველში ვამატებთ
server
სახელით.
"scripts": {
"ng": "ng",
"start": "ng serve",
"build": "ng build",
"watch": "ng build --watch --configuration development",
"test": "ng test",
"server": "json-server database.json"
},
ახლა თუ ჩვენ ტერმინალში გავუშვებთ ბრძანებას npm run server
ის გააქტიურებს
json-server
-ს. ეს სერვერი უნდა აქტიური იყოს, რათა ფრონტენდმა მასთან
კავშირი დაამყაროს.
ტერმინალის მეორე ინსტანცია გავხსნათ და მანდ გავუშვათ npm run start
ან
ng serve
. ახლა ფრონტენდის და ბექენდის სერვერები გააქტიურებულია და მზად
ვართ რომ პროექტზე მუშაობა დავიწყოთ.
შევუდგეთ სთეითის ინიციალიზაციას!