ანგულარის ქართული გზამკვლევი
ანგულარი
ეს სექცია არის Angular ფრეიმვორქის სახელმძღვანელო, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ ფრეიმვორქის ძირითად კონცეფციებს, ტექნიკებსა და პრაქტიკის საუკეთესო პატერნებს.
თითოეული თავი გარკვეულწილად გამომდინარეობს წინა თავებიდან, შესაბამისად რეკომენდირებულია (თუმცა აუცილებელი არ არის) რომ თემების შესწავლას მიჰყვეთ თანმიმდევრულად. ყოველი თავი ეფუძნება წინა თავში განხილულ თემას, თუმცა კოდის მაგალითები ხშირ შემთხვევაში უნიკალურია თითოეული თავისთვის, ამიტომ თუ გსურთ რომ მხოლოდ კონკრეტული თავის თემა შეისწავლოთ, წინა თავებში არსებული კოდი არ დაგჭირდებათ.
ეს სახელმძღვანელო გათვლილია დამწყებ ვებ დეველოპერებზე, რომლებმაც უკვე იციან:
- როგორ მუშაობს web-ი
- HTML&CSS-ის საფუძვლები
- JavaScript-ის საფუძვლები
- TypeScript-ის საფუძვლები
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ამ სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ანგულარს სრულფასოვნად დაეუფლოთ -- ამას სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება, დამოუკიდებლად პროექტების აწყობა და მთლიანობაში კონსისტენტური და ხანგრძლივი შრომა. ამ სახელმძღვანელოდან შეძლებთ აითვისოთ ის საბაზისო ცოდნა, რომლის საფუძველზეც უკვე თავდაჯერებულად შეძლებთ პატარა ვებ აპლიკაციების აწყობასა და შედარებით უფრო სერიოზული ტექნიკების ათვისებას.
ამ საიტის მასალა ეყრდნობა ანგულარის ოფიციალურ დოკუმენტაციებს:
ატრიბუცია
- ავტორი: ფრიდონ თეთრაძე
- თანაავტორი: კონსტანტინე დათუნიშვილი