JavaScript-ის ქართული გზამკვლევი
JavaScript არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა, რომელიც მუშაობს ბრაუზერსა და ოპერატიულ სისტემებში. ეს სექცია განიხილავს ჯავასკრიპტს, როგორც ფრონტენდ ვებდეველოპმენტის პროგრამირების ენას, რომელიც ბრაუზერში ვებსაიტს ანიჭებს დინამიკურ ფუნქციონალს.
ამ სახელმძღვანელოში გაეცნობით არა მხოლოდ ჯავასკრიპტს თავისებურებებს, არამედ ზოგადად პროგრამირების პრინციპებს, რომლებსაც პრაქტიკაში აითვისებთ ჯავასკრიპტის მეშვეობით და საბოლოოდ შეძლებთ ინტერაქციული ვებსაიტების აწყობას. რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი არ ამოიწურება, რადგან შემდეგ სექციებში ისწავლით კლიენტის მხარეს უფრო კომპლექსური ხელსაწყოების შესახებ და Angular ფრეიმვორქს, მასშტაბური ვებაპლიკაციების ასაწყობად. ეს ყველაფერი ელემენტარულ ჯავასკრიპტს ეყრდნობა.
ამ საიტის მასალა დაფუძნებულია MDN-ის გზამკვლევზე.
ატრიბუცია
- ავტორი: კონსტანტინე დათუნიშვილი
 - თანაავტორი: ფრიდონ თეთრაძე