საცავების შეჯამება
წინა სტატიებში განვიხილეთ სამი საცავის მიდგომა:
თითოეულ საცავს თავისი დანიშნულება აქვს. ლოკალური საცავი გამოსადეგია მაშინ, როცა გვჭირდება დიდი ხნით ისეთი ინფორმაციის შენახვა, რომელიც გამოგვადგება მხოლოდ ვებგვერდზე. სესიური შენახვა კი გამოსადეგია მაშინ, როცა გვსურს კონკრეტული სესიისთვის დავიმახსოვორთ რაღაც ინფორმაცია. Cookie კი არის ისეთი ტიპის საცავი, რომელიც HTTP მოთხოვნას უნდა გავაყოლოთ, როგორც დამატებითი ინფორმაცია.
საცავი | გამოყენების მაგალითები |
---|---|
localStorage |
ვებგვერდის თემა, ენის პარამეტრები, ვებგვერდის ვიზუალი, მომხარებლის ტოკენი დიდხნიანი ავტორიზციის დროს, ვიდეოს პარამეტრები |
sessionStorage |
ფორმის ინფორმაცია, სესიური შესვლის ტოკენი |
cookie |
სესიის ID, ავტორიზაციის ტოკენები, ანალიტიკის ინფორმაცია |
თითოეული ეს მაგალითი არის ზოგადი და შეიძლება შეიცვალოს ამოცადიან გამომდინარე, თუმცა ეს ცხრილი ზოგადად დამკვიდრებულ პატერნებს ასახავს.
მარტივად რომ ვთქვათ:
localStorage
- დიდი ხნით შენახული ინფორმაცია.sessionStorage
- სესიური შესვლის დროს არსებული ინფორმაცია.cookie
- სერვერისთვის მოთხოვნაზე მისაბმელი ინფორმაცია.
დეტალური განსხვავებები:
საცავი | ტევადობა | წვდომა შეიძლება | როდის წაიშლება | სად ინახება |
---|---|---|---|---|
localStorage |
10mb | ნებისმიერი ტაბიდან | არასდროს | მხოლოდ ბრაუზერში |
sessionStorage |
5mb | მხოლოდ იგივე ტაბიდან | ტაბის გათიშვის დროს | მხოლოდ ბრაუზერში |
cookie |
4kb | ნებისმიერი ტაბიდან | ხელით არის განასაზღვრული | ბრაუზერში და სერვერზე |