Audio
Audio
კლასი JavaScript-ში გამოიყენება ვებგვერდზე აუდიო ფაილის ჩასართავად ან ხმის კონტროლისთვის.
წყაროსთან დაკავშირება
ვებგვერდზე ხმის გასაშვებად პირველ რიგში საჭიროა წყაროს მითითება, თუ რა აუდიო ან ხმა უნდა გაეშვას ვებგვერდზე. წყაროსთან დაკავშირება შესაძლებელია, რამდენიმე გზით:
- კონსტრუქტორის გამოყენებით.
src
თვისების გამოყენებით.
JS
const audio = new Audio('https://iswavle.com/assets/audio/cat_meow.wav');
const audio2 = new Audio();
audio2.src = 'https://iswavle.com/assets/audio/dog_bark.wav';
ხმის გაშვება
ხმის ჩასართავად გამოიყენება play
მეთოდი,
ხოლო დასაპაუზებლად pause
JS
const audio = new Audio('https://iswavle.com/assets/audio/cat_meow.wav');
audio.play();
setTimeout(() => audio.pause(), 1000);
ხმის დონე
ხმის დონის დასარეგურილებლად საჭიროა volume
თვისების გამოყენება.
JS
const audio = new Audio('https://iswavle.com/assets/audio/dog_bark.wav');
audio.volume = 0.22;
audio.play();
ხმის დონე განისაზღვრება 0-დან 1-ის ჩათვლით.
შეჯამება
აუდიო ელემენტის გასამართად JavaScript-ში გამოიყენება Audio
კლასი.