შეჯამება
წინამდებარე თავებში ვისწავლეთ, ჯავასკრიპტის აპლიკაციებში HTTP მოთხოვნებთან მუშაობა და მათი საშუალებით დინამიური აპლიკაციის აწყობა.
REST API ეს არის გზა, რომ სერვერთან გავაგზავნოთ HTTP მოთხოვნა. მოთხოვნები გვაქვს 5 სახის:
GET- მონაცემების მიღების მოთხოვნა.POST- მონაცემების გაგზავნის / ჩაწერის მოთხოვნა.PUT- მონაცემების სრულიად განახლების მოთხოვნა.PATCH- მონაცემების ნაწილობრივ განახლების მოთხოვნა.DELETE- მონაცემების წაშლის მოთხოვნა.
GET გარდა ყოველ მოთხოვნას შეიძლება გავაყოლოთ body ობიექტი.
REST API არ არის ერთადერთი გზა სერვერთან კომუნიკაციისთვის, გვაქვს სხვადასხვა ალტერნატივებიც: WebSockets, GraphQL და სხვა.
REST API-თ გამოყენებით შეგვიძლია ავაწყოთ CRUD-ს ტიპის აპლიკაცია. CRUD-ს ტიპში იგულისხმება ისეთი აპლიკაცია, სადაც შესასრულებელია შემდგომი მოქმედებები:
- Create - შექმნა.
- Read - წაკითხვა.
- Uupdate - განახლება.
- Delete - წაშლა.
კლიენტის მხრიდან განვიხილეთ ორი გზა თუ როგორ შეიძლება კომუნიკაცია სერვერთან:
ორივე მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია თუმცა რეკომენდირებულია უკეთესი შედეგისთვის fetch-ს გამოყენება, რადგან უფრო სწრაფი მიდგომა არის ვიდრე XMLHttpRequest.
ასევე განვიხილეთ:
ამ აპლიკაციების დანიშნულება არის, კოდის გარეშე მოთხოვნის გაგზავნა სერვერთან, რაც Front-end დეველოპერს უმარტივებს მუშაობს, რადგან ეცნობა თუ როგორ მუშაობს Back-end დეველოპერის მიერ დაწერილი endpoint-ები, ასევე Back-end დეველოპერსაც ეძლევა საშუალება გატესტთვის.