ნავიგატორი
JavaScript-ში Navigator ობიექტი წარმოადგენს ბრაუზერის state-სა და იდენტობას (user agent). ობიექტში გაერთიანებულია ბევრი ფუნქცია და თვისებები. ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად ფუნქციებსა და თვისებებს.
console.log(window.navigator);
console.log(navigator);ხშირად გამოყენებადი თვისებები
HTTPS კონტექსტი.userAgent
userAgent თვისება გვიბრუნებს ოპერაციული სისტემის და ბრაუზერის მნიშვნელობას.
console.log(navigator.userAgent); // 'Mozilla/5.0 (Windows NT 10.0; Win64; x64) AppleWebKit/537.36 (KHTML, like Gecko) Chrome/130.0.0.0 Safari/537.36'language
language თვისება გვიბრუნებს მომხარებლის სასურველ ენას, ხშირ შემთხვევაში იგივეს, რაც ბრაუზერში აქვს მითთებული.
console.log(navigator.language); // 'ka'cookieEnabled
cookieEnabled თვისება გვიბრუნებს ბულიანის ტიპის მნიშვნელობას იმის მიხედვით, მომხარებელს აქვს თუ არა cookie ჩართული ბრაუზერში.
console.log(navigator.cookieEnabled);geolocation
geolocation თვისება გვიბრუნებს მომხარებლის ლოკაციას (მომხარებელმა უნდა დაადასტუროს ლოკაციაზე წვდომის მოთხოვნა).
navigator.geolocation.getCurrentPosition((position) => {
console.log(position.coords.latitude, position.coords.longitude);
});შეჯამება
Navigator ობიექტში გვაქვს ბევრი კარგი თვისება და მეთოდი, რომელიც გვეხმარება ბრაუზერის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენებაში, ესენია: state, იდენტობა, ლოკაცია და სხვა.
ზოგი მეთოდისა და თვისების გამოყენებისთვის საჭიროა HTTPS კონტექსტი.