დიალოგური ფანჯრები
ვებგვერდზე სულ სამი სახის დიალოგური ფანჯრის გამოტანა შეგვიძლია. სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დიალოგური ფანჯარა ვიზუალზე არ გამოვიდეს მყისიერად. მაგალითისთვის, როცა მომხარებელი გადავიდა სხვა ტაბზე, ამ შემთხვევაში სანამ არ დაბრუნდება ვებგვერდზე, მანამდე დიალოგური ფანჯარა არ გამოჩნდება.
alert
window.alert
მეთოდი გამოიყენება ვებგვერდზე შეტყობინების გამოსატანად, რომელიც შეაჩერებს ვებგვერდის მუშაობას მანამ, სანამ მას მომხარებელი არ დახურავს.
მეთდი ღებულობს მხოლოდ ერთ პარამეტრს, რომელიც უნდა გამოჩნდეს ვიზუალზე. მეთოდი არაფერს არ აბრუნებს.
alert('საინტერესოა!');
prompt
window.prompt
მეთოდი გამოიყენება ვებგვერდზე ტექსტური ტიპის ინფორმაციის შესატანად, სანამ მომახრებელი ტექსტს არ შეიტანს, ვებგვერდი არის მომლოდინე რეჟიმში.
მეთოდი ღებულობს ორ პარამეტრს: მესიჯს და ნაგულისხმებ მნიშვნელობას. მეთდი აბრუნებს ტექსტის ტიპის მნიშვნელობას ან null
-ს.
prompt('დატოვეთ რაიმე კომენტარი');
prompt('დატოვეთ რაიმე კომენტარი', 'კარგია');
თუ მომხარებელი დაადასტურებს დიალოგურ ფანჯარას (დააჭირა OK-ს ან შესაბამის ღილაკს), მაშინ prompt
დაგვიბრუნებს აკრეფილ მნიშვნელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში - ნაგულისხმებ მნიშვნელობას ან null
-ს.
confirm
window.confirm
მეთოდი გამოიყენება ვებგვერდზე ბულიანის ტიპის მნიშვნელობის მისაღებად. ვებგვერდი იქნება გაჩერებული მანამ სანამ მოხმარებელი არ დაადასტურებს თავის არჩევანს.
მეთდი ღებულობს მხოლოდ ერთ პარამეტრს, რომელიც უნდა გამოჩნდეს ვიზუალზე. მეთოდი აბრუნებს ბულიანის ტიპის მნიშვნელობას.
confirm('ეთანხმებით თუ არა გამოყენების პირობებს?');
დადებითი დადასტურების შემთხვევაში confirm
დაგვიბრუნებს true
-ს წინააღმდეგ შემთხვევაში - false
-ს.
შეჯამება
ამ სტატიაში განვიხილეთ window
ობიექტის ჩაშენებული სამივე დიალოგური ფანჯრის მეთოდი.