საიტი არის დეველოპმენტის პროცესში

ისწავლეს ლოგოᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ
  • მთავარი
  • სავარჯიშოები
  • ედიტორი
  • გზამკლევი
საშუალო სტრინგი ციკლი მასივი რეკურსია

ტელეფონის კლავიშების კომბინაციები

მოცემულია ტექსტური ტიპის ცვლადი digits, რომელიც შეიცავს ციფრებს 2–9.

თქვენი დავალებაა დააბრუნოთ ყველა შესაძლო კომბინაცია, რომელიც აღნიშნულ ციფრებს შეესაბამება.

გადაცემული პარამეტრებიდან გამომდინარე ამოცანას აუცილებლად ექნება ერთი სწორი პასუხი.

ციფრების შესაბამისი ასოები (როგორც ტელეფონის კლავიშებზე) მოცემულია ქვემოთ. ციფრი 1 არ უკავშირდება არცერთ ასოს.

ტელეფონის კლავიშები
ციფრი ასოები
2 abc
3 def
4 ghi
5 jkl
6 mno
7 pqrs
8 tuv
9 wxyz

პირველი მაგალითი

  • პარამეტრები: digits = "23"
  • შედეგი: ["ad", "ae", "af", "bd", "be", "bf", "cd", "ce", "cf"]
  • განმარტება: 2-ის სიმბოლოებია a, b, c, 3-ის სიმბოლოებია d, e, f, ყველა შესაძლო კომბინაცია ასეთია.

მეორე მაგალითი

  • პარამეტრები: digits = ""
  • შედეგი: []
  • განმარტება: ცარიელი ტექსტის შემთხვევაში კომბინაცია არ არსებობს.

მესამე მაგალითი

  • პარამეტრები: digits = "2"
  • შედეგი: ["a","b","c"]
  • განმარტება: მხოლოდ 2-ის სიმბოლოები.

ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია ბევრი გზით, ცადეთ ისეთი ალგორითმის მოფიქრება, რომელიც O(3^n)-თან ახლოს არის.

პარამეტრები
digits = "23"
მოსალოდნელი შედეგი
[ "ad", "ae", "af", "bd", "be", "bf", "cd", "ce", "cf" ]